დახმარება მჭირდება Განათლება

საბავშვო ბაღები თბილისში
ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინულ ოჯახებს შეუძლიათ სკოლამდელი ასაკის ბავშვები თბილისის საბავშვო ბაღებში წაიყვანონ. შერჩევის პროცესში უპირატესობა მიენიჭებათ უკრაინელ ბავშვებს, საბავშვო ბაღები კი მათ უფასოდ მიიღებენ.
ვებ გვერდი: http://kids.org.ge/
სასკოლო განათლება
უკრაინის მოქალაქეები საქართველოს მასშტაბით სკოლებში ირიცხებიან გამარტივებული წესით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ცხელი ხაზი: (995 32) 2 200 220
თბილისის №41 საჯარო სკოლაში უკრაინული სექტორი გაიხსნა
“ხვალინდელი სკოლა”
გთავაზობთ უფასო სწავლას უკრაინიდან ლტოლვილ სტუდენტებს მიმდინარე წლის გაზაფხულის სემესტრში. საკონტაქტო ტელეფონი: 032 223 31 99 Facebook- https://www.facebook.com/momavlisskola/
Newton Free School იღებს უკრაინელ სტუდენტებს უფასოდ
ნიუტონის უფასო სკოლა უკრაინიდან მე-9, მე-10 და მე-11 კლასებში უფასო განათლებას სთავაზობს. სწავლების ენა არის ინგლისური.
სკოლაში პირველიდან მე-8 კლასამდე მხოლოდ ქართულენოვანი სექტორია, მაგრამ მსურველთა რაოდენობის გათვალისწინებით, სკოლა მზად არის განიხილოს მათთვის ახალი ინგლისურენოვანი ჯგუფების გახსნა. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://bit.ly/3tNdggx საკონტაქტო ტელეფონი: +995570 70 50 80, +995570 70 50 90.
უმაღლესი განათლება
GIPA
– სრულად დააფინანსებს უკრაინელი სტუდენტების განათლებას! უკრაინელი სტუდენტები შეძლებენ სწავლას მიმდინარე ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე GIPA.
უკრაინელი სტუდენტები სწავლას New Vision University-ში უფასოდ გააგრძელებენ
New Vision University უკრაინელ სტუდენტებს სთავაზობს სწავლის გაგრძელებას უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულებამდე და სასწავლო პროცესის სრულ აღდგენამდე.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უკრაინელ სტუდენტებს ათავისუფლებს სწავლის გადახდისგან
უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც სწავლობენ ან წარმატებით ჩააბარებენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში, 2022-2023 სასწავლო წელს სრულად დაფინანსდებიან. მიმდინარე სასწავლო წელს უნივერსიტეტი მიიღებს სტუდენტებს საბაკალავრო პროგრამებზე: „კომპიუტერული მეცნიერება“, „მენეჯმენტი“ და „მათემატიკა“.
ვებ გვერდი: https://www.kiu.edu.ge/eng/admission
უკრაინელი სტუდენტები ან ლტოლვილის სტატუსის მქონე აბიტურიენტები, რომლებიც გადავლენ ან წარმატებით ჩაირიცხებიან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში
სდუ 2022-2023 სასწავლო წლის სწავლის ღირებულებას სრულად უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან დააფინანსებს.
საკონტაქტო ტელეფონი: +995577 17 07 40
სხვადასხვა კურსები
Babbel და Busuu ონლაინ პლატფორმები გთავაზობთ 3 თვიან უფასო კურსებს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ და სხვა ენებზე, განსაკუთრებით უკრაინის მოქალაქეებისთვის.
მეცადინეობები ტარდება დისტანციურად.
Babbel რეგისტრაცია: https://bit.ly/3xzY5d7
გაიარეთ რეგისტრაცია: https://bit.ly/37fP8ef
ქართული ენის უფასო კურსები OK Education Center-ში
OK საგანმანათლებლო ცენტრი გთავაზობთ ქართული ენის უფასო კურსებს უკრაინიდან დევნილებისთვის. გაკვეთილები ტარდება როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებისთვის.
საკონტაქტო ტელეფონი: +995591510044 (Viber)
უფასო ონლაინ კურსები Genius Space-ში
Genius Space უკრაინელებს ახალი პროფესიების უფასო შესწავლას სთავაზობს. პლატფორმის დახმარებით შესაძლებელია მარკეტინგის, პროექტების მენეჯმენტის, ვებ დიზაინის, გაყიდვების მენეჯმენტის და სხვა სასარგებლო ონლაინ კურსების გავლა. ზოგიერთი კურსი უკრაინულ ენაზე ტარდება. ზოგიერთი კურსი უკრაინულ ენაზე ტარდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://events.genius.space/free/